www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწარმოს სპეციალისტი
მომწოდებელი: Domino`s Pizza
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) ამერიკული მრავალეროვნული პიცის სარესტორნო ქსელია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და დღემდე ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას. საქართველოში წარმოდგენილია 2015 წლიდან და აერთიანებს ოთხ ფილიალს. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და ენერგიულ კანდიდატს.

გთავაზობთ დასაქმების რეალურ შესაძლებლობას!

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწარმოს სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილის, კოსტავას 74;
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: 770 ლარი (დარიცხული), 2 თვის შემდეგ 870 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ცომის მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში ბოსტნეულის და ხორცეულის დაჭრა;
** დანადგარების და მაცივრების კონტროლი
** სამუშაო ტერიტორიის, დანადგარების, ცომის კასეტების, მცირე ინვენტარის რეცხვა/დასუფთავება/დეზინფექცია;
** პროდუქტის მიღება/დასაწყობება;
** კომპანიის ჰიგიენისა და სხვა შიდა სტანდარტების დაცვა;
** ფილიალების პროდუქტის ჩატვირთვა/გადმოტვირთვა;
** ყოველდღიური დოკუმენტაციის (ფორმების) წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
** თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს სპეციალისტი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |