www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Caucas Transport Solutions
გამოქვეყნდა: 3 იანვარი / განცხადების ვადა: 3 თებერვალი

"Caucas Transport Solutions - CTS" არის გერმანული სატრანსპორტო ჰოლდინგის წარმომადგენელი საქართველოში, ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან და აერთიანებს სატრანსპორტო და საექსპედიტორო კომპანიებს. "Caucas Transport Solutions - CTS " ახორციელებს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს და ლოჯისტიკურ პროექტებს სხვადასხვა მიმართულებებით.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: www.ctsco.ge

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Caucas Transport Solutions - CTS" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე, საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:

** მიღებული შეკვეთების დამუშავება და საუკეთესო საფასო შეთავაზებების ფორმირება;
** დადასტურებული შეკვეთების აღსრულება წინასწარ შეთანხმებული პირობებით;
** მიმდინარე შეკვეთების კონტროლი და მუდმივი სტატუს რეპორტინგი;
** არსებულ პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან და საწყობებთან ურთიერთობა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულებების გაფორმება/განახლება პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** ანალიზი და რეპორტინგი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Office and E-mail);
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე განახლებული ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Jobs@ctsco.ge და საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია, რომელზეც გსურთ განიხილოს თქვენი СV. შერჩეული კანდიდატები გაივლიან რამდენიმე საფეხურიან გასაუბრების პროცესს.

აქცენტი კეთდება სტაბილურ თანამშრომლებზე, განვითარების პერსპექტივით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |