www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 380-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ბრენდის განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობაში;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის პროექტების (ღონისძიებების) ინიცირება, დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** საინფორმაციო სააგენტოებთან და მედიასთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
** კომპანიის საქმიანობაში არსებული სიახლეების შესახებ საზოგადოების დროული ინფორმირება სხვადასხვა საინფორმაციო არხებით;
** კონკურენტების ანალიზი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, მიღებული შედეგების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |