www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - ღამის ცვლა
მომწოდებელი: ლუკოილ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, "ლუკოილ-ჯორჯია" "ლუკოილის" საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. "ლუკოილისთვის" უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.

ვაკანსია: მოლარე-კონსულტანტი, ღამის ცვლა (თბილისი)
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: 550 ლარი ხელზე ასაღები, ფიქსირებული ბონუსები;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა მომსახურების/კონსულტაციის გაწევა, გაყიდვის წარმოება;
** სამუშაო სივრცეში პროდუქციის "ბრენდმაჩვენებლის" სტანდარტით განთავსების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** სივრცეში არსებული პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა/ მონიტორინგი/აღწერა;
** არსებული აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ობიექტის ჰიგიენური ნორმების კონტროლი;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** "კლიენტ-ორიენტირებულობა"
** გუნდურობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სისხარტე და ენერგიულობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ
მისამართზე: hr@lukoil.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 591 999 444

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |