www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

სასტუმრო KMM აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მეტეხის I შესახვევი, მეფსალმუნე დავით მეფის ქ. 10
ვაკანტური ადგილის რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია)
** აუცილებელია ინგლისურ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

სამუშაო საათები:

ღამის ცვლა: ყოველ მესამე დღეს 18:00 საათიდან 09:00 საათამდე
დღის ცვლა: თვეში 1-2 დღე დღის ცვლა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

ანაზღაურება: 600 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ღამის ცვლის ადმინისტრატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |