www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანესთეზიოლოგიის ექთანი
მომწოდებელი: ევექსი კლინიკები
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას ანესთეზიოლოგიის ექთნის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 40
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ძირითადი მოვალეობები:

** ანესთეზიის პროცედურისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება
** ანესთეზიოლოგის ასისტირება
** პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგი და შესაბამის სიტუაციაში დროული რეაგირება
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება
** საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა ექთნის დიპლომი
** სავალდებულოა 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანესთეზიოლოგიის ექთნის პოზიციაზე
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2022 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/anesteziologiis-eqtani/256

"ევექსი კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდადტი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |