www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 4 იანვარი / განცხადების ვადა: 4 თებერვალი

"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თვის განმავლობაში გაყიდვების ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი პრობლემური ჯგუფების გამოვლენა;
** ყოველდღიური გაყიდვების რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით;
** მიმდინარე მოთხოვნების შესაბამისად რეპორტების წარმოება და შესაბამისი პირებისთვის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელთან ერთად რეპორტების ახალი ფორმების მოფიქრება, დამუშავება/აწყობა;
** არსებული რეპორტების განახლება და დახვეწა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** აქციების პერიოდულობის ანალიზი და მარკეტინგისა და შესყიდვების დეპარტამენტისთვის მიწოდება.
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** Microsoft Power BI-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება რეპორტინგის ნაწილში;
** რეპორტინგისა და ანალიტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება(რეპორტინგის სპეციალისტი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |