www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 8000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის "ალგანში" დასაქმებულია 1200-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე (მამრობითი, მდედრობითი), სხვადასხვა ტიპის ობიექტებზე.

მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სხვადასხვა, ცლებში სამუშაო გრაფიკით .
** ანაზღაურება: 500-დან 900 ლარამდე (მზარდი)

უნარები:

** პუნქტუალობა, დისციპლინა,
** ენერგიულობა,
** ორგანიზებულობა,
** პასუხისმგებლობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათაო ოფისში, თბილისი, სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 14:00 საათამდე, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 0322353253, 03222560101, 577959929;

ან გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge (ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |