www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: გლდანი მოლ სერვისი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"გლდანი მოლ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
კომპანიის კომერციული საქმიანობის მართვა, დაგეგმვა და აღნიშნული გეგმის შესრულების უზრუნველყოფა კომპანიაში არსებული პოლიტიკის გათვალისწინებით;
** კომპანიის მიერ დადგენილი საფასო და კონცეპტუალური პოლიტიკის ძირითადი სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით მოლაპარაკების წარმოება პოტენციურ პარტნიორებთან;
** პოტენციურ პარტნიორებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა და შემდგომში გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთოების ჩამოყალიბება;
** არსებული მოიჯარეების მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების (დებიტორული დავალიანება) მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** გადამხდელუუნარო/დაბალი რეალიზაციის მოიჯარეების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** მოიჯარეების რეალიზაციის ზრდისთვის მხარდამჭერი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების უზრუნველყოფა და მიღებული შედეგების ანალიზი;
** სავაჭრო ცენტრის ვიზიტორების რაოდენობის ზრდისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო ცენტრის შიდა და გარე ვიზუალზე ზრუნვა მოლის სტანდარტების დაცვით;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მართვა და კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის რეგულარულად კომერციული საქმიანობის ამსახველი ფინანსური/არა ფინანსური ანგარიშების მომზადება და წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** სასურველია გუნდის მართვის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** მაღალი ემოციური ინტელექტი
** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციური უნარები
** დამოუკიდებლობა/ ინიციატივობა

უცხო ენების ცოდნა:

** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური - სრულყოფილად
** რუსული - სრულყოფილად

სახელფასო განაკვეთი: 2500-3000 (ნეტ) + ბონუსი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ხიზანიშვილის 7

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტო სურათით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: allvacancy2021@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |