www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ნედლეულით მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ქართული აგრო სახლი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტი-შპს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

შპს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას ნედლეულით მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ქ.თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულის კატეგორიზაცია და შესაბამისი მომმარაგებლების/ფერმერების მოძიება;
** მოლაპარაკების სტრატეგიის შემუშავება და მომმარაგებლებთან/ფერმერებთან კომპანიისათვის ხელსაყრელ პროცესსა და პირობებზე შეთანხმების მიღწევა;
** მომმარაგებლებთან/ფერმერებთან მჭიდრო და სტაბილური კომუნიკაციის დამყარება;
** არსებული და პოტენციური მომმარაგებლების/ფერმერების ბაზის ფორმირება;
** სოფლის მეურნეობის ბაზრის კვლევა, ზოგადი ტენდენციების ანალიზი, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროექტების თვალყურისდევნება/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ეფექტურად მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დეტალებისადმი ორიენტირებული.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |