www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - სტაჟირება
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელექსპრესი" აცხადებს სტაჟირებას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისის ფილიალებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

სტაჟირების აღწერილობა: ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურები; საკონვერტაციო ოპერაციები, კომუნალური და სალომბარდე გადახდები და სხვ.)
სტაჟირების ხანგრძლივობა: 15-20 დღე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** კეთილგანწყობა;
** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;
** პოზიციებზე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

სტაჟირება არის ანაზღაურების გარეშე.
წარმატებული სტაჟიორები დასაქმდებიან თბილისის სხვადასხვა ფილიალებში.
გაიცემა სტაჟირების შესაბამისი სერტიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: career@intelexpress.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟიორი."

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 1 თებერვალი.

"ინტელექსპრესი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |