www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: VIVO Medical Group
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ვივო მედიქალ გრუფი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მისამართი: დიღომი, ჩაჩავას #1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა;
** დაფიქსირებულ ინციდენტებზე რეაგირება;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
** პროგრამის დახვეწის და ახალი ფუნქციონალის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ფინანსების, ეკონომიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

*** მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე, კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |