www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი - ამგროვებელი
მომწოდებელი: სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" (2016 წლიდან "ლაქტალისის" ჯგუფის წევრი - lactalis.com) ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან არის წარმოდგენილი და თანამედროვე დონეზე აღჭურვილი და გამართული რძის პროდუქტების პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ხარისხისადმი მომხმარებლის სწრაფვას და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ახდენს რძის პროდუქტების სწრაფ და შეუფერხებელ მიწოდებას.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის - ამგროვებლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი
განაკვეთი: მორიგეობით.
მუნიციპალური ტრანსპორტის არ არსებობის პირობებში, კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას.

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული შეკვეთების აწყობა;
** საწყობში პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპ. რეჟიმი, ტენიანობა, სისუფთავე და ა.შ.);
** საწყობში ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა-კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით დამატებითი ფუნქციების შესრულება.

მოთხოვნები და უნარები:

** სამუშაო გამოცდილება სასაწყობო მეურნეობის მიმართულებით.
** პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული.

ანაზღაურება ხელზე ასაღები 650 ლარი თვეში;
სამუშაო დრო: ღამის ცვლა 19:00 -06:00 საათი, მორიგეობით დღეგამოშვებით.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ CV ელფოსტაზე: hr.sante@ge.lactalis.com ან დარეკონ ნომერზე +995 591 12 83 61.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |