www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ვისტამედი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სამედიცინო სერვის ცენტრი "ვისტამედი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკაში შემავალი ყველა სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობის უზრუნველყოფა;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა და ზედამხედველობა;
** ტექნიკური საშუალებების გამართულობაზე ზრუნვა;
** ავტოპარკის გამართულობა და კონტროლი;
** კომპანიის სერვისის მომწოდებლებთან ურთიერთობა და ახალი სერვისების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წელი (სასურველია სამედიცინო სფეროში).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

** სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00 საათამდე
** შაბათი: 10:00-14:00 საათამდე
** დასვენება: კვირაში 1 დღე
** ხელფასი: დარიცხული 1500 ლარი + ბონუსი

შერჩევის ეტაპები:

** მიღებული CV-ების გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ. მისამართზე: careers@vistamedi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი".

ტელ : +995 599 862 322



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |