www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ბრენდ მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბრენდის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა კორპორაციული ბრენდინგის წარმართვა;
** სავაჭრო ობიექტების შიდა და გარე დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება;
** მარკეტინგული კამპანიების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** განვითარებისთვის საჭირო ასორტიმენტის განსაზღვრა; ბრენდების პლანოგრამების განსაზღვრა;
** ბრენდის მიმდინარე და მომავალი პერიოდის კვარტალური ანალიზის პრეზენტაცია.
** სააქციო ბიუჯეტების დაგეგმვა და მართვა;
** აქციების მონიტორინგი და რეპორტინგის ანალიზი;
** ფასწარმოქმნა თვითღირებულების, კონკურენტების და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** პროდუქტის მარჟების მონიტორინგი;
** საჭიროებისამებრ ახალი ფასის ფორმირება და ხელმძღვანელობისათვის შეთავაზება განსახილველად;
** პერიოდული ფასების მონიტორინგი ორგანიზებულ და არაორგანიზებულ ბაზარზე;
** კომერციულ დეპარტამენტთან მჭიდრო კომუნიკაცია ფასწარმოქმნისა და ასორტიმენტის საკითხებში;
** სოციალური მედიის დაგეგმვა და ბიუჯეტირება;
** ივენთების დაგეგმვა/ორგანიზება და კონტროლი;
** წლიური და თვიური გეგმების დამუშავება ბრენდის ჭრილში;
** თვიური გეგმების გადახედვა მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე
** გეგმების შესრულების მონიტორინგი და ამასთან დაკავშირებული კომუნიკაცია ხელმძღვანელთან.

ძირითადი მოვალეობები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება);
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook);
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com. სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |