www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფროსი აუდიტორი
მომწოდებელი: ქუდოს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია "Kudos Georgia" აცხადებს ვაკანსიას უფროსი აუდიტორის (S1) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
** აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების რევიზია;
* აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;
** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინასური ან/და ბიზნეს მიმართულებით;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** IFRS და ISA სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 60ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs - ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს "ქუდოს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |