www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ატელიე აუთლეთი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"ატელიე აუთლეთი" ყველაზე დიდი აუთლეთ მაღაზიაა საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს 250-მდე პრემიუმ ბრენდის ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, აქსესუარებს და პარფიუმერიას სთავაზობთ.

"ატელიე აუთლეთის" ბრენდებს შორისაა: Roberto Cavalli, Hugo Boss, Massimo Dutti, COS, ZARA, Stradivarius, adidas, Nike….

ამჟამად "ატელიე აუთლეთი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.ბათუმი, გორგილაძის #88
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 600 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** ობიექტის გახსნა-დაკეტვის დროს დასწრება;
** თანამშრომლების შემოწმება ობიექტზე გამოცხადებისას და გასვლისას;
** აკრძალული ნივთების შემოტანის მეთვალყურეობა;
** კონფლიქტური სიტუაციის დროს დაცვის სამსახურთან კომუნიკაცია;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა.

მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ მზად ხართ, იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@atelieroutlet.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |