www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესორი - გეოგრაფიის მიმართულება
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 7 თებერვალი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ა) გეოგრაფიის მიმართულება - 1 პროფესორის ვაკანსია

2. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

2.1 პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

3. საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge / Hr@eu.edu.ge);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

4. კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

1. პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
2. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.

5. კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 5 იანვრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 5 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 10 თებერვლისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლისა;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 16 თებერვლისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2022 წლის 16 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით;
8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2022 წლის 5 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით.

6. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის:

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge

ტელ: 032 2141 181; 032 2000 171



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |