www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: ბობერი
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელი "ბობერი" ფუნქციონირებს 2014 წლიდან და დღეისთვის ფლობს 6 სავაჭრო ობიექტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სხვადასხვა პოზიციაზე.

1. მტვირთავი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა
** პროდუქციის დასაწყობება
** გაყიდული პროდუქციის(მოცულობითი) გადაწყობა
** დარბაზის მოწესრიგებაში ჩართულობა

2. კონსულტანტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** მომხმარებელთა სწორი კონსულტირება
** დარბაზის მოწესრიგება
** ფილიალში მიმდინარე სხვა პროცესებში ჩართულობა

3. მოლარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების შესრულება
** Rs.ge-ზე მუშაობა კვალიფიკაციის ფარგლებში
** დარბაზის მოწესრიგება

აღწერილობა:

** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
** მდებარეობა: სოფ. შინდისი(თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე), ორთაჭალა (გულიას ქ. N1), ქავთარაძის ქ. N7, ბაგები (წყნეთის გზატკეცილი N39), ელიავა (აგლაძის ქ. 32)
** ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი+ჯანმრთელობის დაზღვევა
** მოლარის პოზიციაზე - 650-800 ლარი (+ ჯანმრთელობის დაზღვევა)
** კონსულტანტის პოზიციაზე - 600-750 ლარი (+ ჯანმრთელობის დაზღვევა)
** მტვირთავის პოზიციაზე - 800-1000 ლარი (+ ჯანმრთელობის დაზღვევა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@bober.ge ("Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დარეკეთ ნომერზე 599651118.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |