www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბავშვო ბაღის პედაგოგი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 5 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ადრეული აღზრდის პროგრამა (ბაღი, ფრესქული)

2021 წლის სექტემბრიდან "მწვანე სკოლას" ნაძალადევის რაიონში ახალი კამპუსი ემატება. ახალი სკოლის ტერიტორია ხუთ ჰექტარ ტყე-პარკს მოიცავს და ამართლებს სკოლის მწვანე კონცეფციას. ჩვენთან სასწავლო პროცესი ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში წარიმართება.

"მწვანე სკოლაში" მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა ბაღისა და წინასასკოლო მომზადების (ფრესქულის) საფეხურებზე.

თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება, თამაში, სახალისო აქტივობების მოფიქრება და მზად ხართ პატარებთან ერთად გაატაროთ დღე, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი, სადაც პასუხს გასცემთ რამდენიმე კითხვას:

** რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ საბავშვო ბაღის პედაგოგი?
** რა არის თქვენი ძლიერ მხარეები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვებთან მუშაობაში?
** როგორ ფიქრობთ, რა სჭირდებათ ბავშვებს ბედნიერებისთვის?

უნარ-ჩვევები:

** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები (ხატვა, ძერწვა) ჩაითვლება უპირატესობად

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.greenschool@outlook.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |