www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, KYMCO-ს, AGV-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

შპს "ტრანსპორტერი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ამავე პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** IFRS-ის საბაზისო ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და მასში შეტანილი სიახლეების ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების Word, Excel-ის ფლობა;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება იმპორტის/დისტრიბუციის/წარმოების სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება/კონტროლი/პროგრამული გატარება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ნაშთების შედარება და კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ანგარიშების მომზადება;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციების შესრულება;

პიროვნული თვისებები:

** სიზუსტე, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი;
** ანაზღაურება - 1250 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით;
** კორპორატიული ნომერი;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ჯანმრთელობის დაზღვევა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 31 იანვრისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ მთავარი ბუღალტრის თანაშემწე, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |