www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი
მომწოდებელი: ამერიკული სკოლა-კოლეჯი პროგრესი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი" ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. "პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.

"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ. ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!

მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა! დეტალური ინფორმაცია პროგრესული საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/

სკოლა პროგრესი მასწავლებელთა გუნდში, განვითარებაზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ახალ წევრს ეძებს სოციალური მეცნიერებების მასწავლებლის პოზიციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკული სწავლებას;
** მაქისმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;
** სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
** ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
** იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
** იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
** იცავს სკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
** სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;

სავალდებულოა:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1);
** ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში.

სასურველია:

** აკადემიურ სფეროში, კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება;
** თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
** სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით;

პირობები:

** ანაზღაურება არის საათობრივი და განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** შერჩეული კანდიდატებთან დამატებით შესარჩევ ეტაპებს (საჩვენებელი გაკვეთილი, დამატებითი გასაუბრება თუ სხვა) განსაზღვრავს სკოლის შერჩევის პროცედურაზე პასუხისმგებელი პირი/პირები;

სამუშაო ადგილი თბილისი: ანა პოლიტკოვსკაიას #39

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი განახლებული რეზიუმე გადმოგზვანეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.tbilisi@schoolprogress.ge; "სათაურის (Subject) ველში" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მეცნიერებები", წინააღმდეგ შემთხbვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

სკოლა გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |