www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე - პოზიციის მიზანია როგორც ახალი ქვემოიჯარეების მოზიდვა ასევე არსებული სივრცის გაყიდვა სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებებისთვის.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას, ეს იქნება თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კოლმეურნეუბის მოედანი, ვეკუას 3ა

თანამშრომლის ძირითადი მოვალეობები:

** შეიმუშაოს და განახორციელოს სტრატეგიული ბიზნეს გეგმა, რომელიც გააფართოებს კომპანიის მომხმარებელთა ბაზას;
** ფოკუსირება ბიზნესის ყველა სეგმენტზე გაყიდვების კონცენტრირებით;
** რეგულარულად შეისწავლოს სფეროში არსებული ტენდენციები, პირდაპირ და არაპირდაპირი კონკურენტები;
** შეიმუშაოს, განაახლოს და განახორციელოს კომპანიის პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვების სტრატეგიები;
** რეგულარულად განახორციელოს გაყიდვების ვიზიტები და მოიზიდოს ახალი; მომხმარებლები, ქვემოიჯარეები და კორპორაციული კლიენტები;
** აწარმოოს სატელეფონო ზარები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარების მიზნით;
** თანამშრომლობის დამყარება B2B და B2C მომხმარებლებთან;
** შეთავაზებებისა და კონტრაქტების მომზადება ბიუჯეტის შესაბამისად;
** საოპერაციო გუნდთან კომუნიკაცია და დაგეგმვა მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად;
** პოტენციური მომხმარებლების/კორპორაციული კლიენტების/ქვემოიჯარეების მოთხოვნების შესწავლა;
** პოტენციურ მომხმარებლებთან/კორპორაციულ კლიენტებთან/ქვემოიჯარეებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოებ;
** პოტენციური ქვემოიჯარეებისთვის შეთავაზების მიწოდება სივრცის დამატებითი სარგებლიანობის, უნიკალურობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** გაყიდვების წარმომადგენლის ან გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების კუთხით ვორქშოფებზე, სემინარებისზე და კონფერენციებზე მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** BS/MS დიპლომი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ / ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (გაყიდვების მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 31 იანვარი. გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |