www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კაბა
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ტანსაცმლის ქართული ბრენდი "კაბა" აცხადებს ფილიალის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

** მაღაზიის მენეჯერი უზრუნველყოფს დასახული სავაჭრო გეგმის შესრულებას, ახორციელებს საცალო ვაჭრობის მართვას, რაც გამოიხატება გაყიდვების ოდენობისა და მუდმივი მომხმარებლის რაოდენობაში;
** მაღაზიის მართვა;
** პერსონალის მართვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა/კონტროლი;
** მომხმარებელთა მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების სისტემატური აღრიცხვა;
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms.Word, Ms. Excel);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** დროის რაციონალურად განაწილების უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერის უნარ-ჩვევები;

სახელფასო დიაპაზონი 1000-1200 ლარი
სამუშაო გრაფიკი 8 სთ
დასვენების დღე კვირაში ორი დღე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსთან ერთად ელექტრონულ მისამართზე: office@kabaofficial.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |