www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

ვაკანსია: მომსახურების ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

შესასრულებელი ამოცანები:

** დეპარტამენტის სამუშაოს მიზნების, ამოცანების დასახვა
** დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაოს შეფასება და კონტროლი
** მომიჯნავე დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და უკაკავშირის მიწოდება
** Call center-ის თანამშრომლების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი
** შეფასებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი
** ანგარიშის მომზადება და წარდგენა
** მიღებული შედეგების გათვალისწინებით სტრატეგიის შემუშავება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე (მომსახურების ხარისხის მენეჯერი)
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა
** MS office-ის პროგრამების ცოდნა

სასურველია:

** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა - თბილისი

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მომსახურების ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |