www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: იოლი სუპერმარკეტი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

მაღაზია "იოლი" აცხადებს კონკურსს დარბაზის ადმინისტრატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნორიოს აღმართი 54ა (კუკია - პოლიციის მოპირდაპირე მხარეს)
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ჩვენ გთავაზობთ:

** ხანმოკლე ანაზღაურებად სტაჟირებას;
** სამუშაო ადგილზე ტრენინგს ეფექტიან კომუნიკაციასა და გაყიდვებში;
** საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პანდემიის პირობებში საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას: 620 ლარი + საბონუსე სისტემა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
** სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;

უნარები:

** მართვის და ორგანიზების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დარბაზის ადმინისტრატორი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 5 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 593171177

მაღაზია "იოლი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |