www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამეურნეო აღმრიცხველი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და აქვს ექსკლუზიური უფლება აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc). ასევე, ახორციელებს Max Power-ის და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.

ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად არის კერძო საერთშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი. კომპანიაში დასაქმებულია 500-მდე თანამშრომელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ოფისის მისამართი: თბილისი, ორხევი, თეთრი ჰესის დასახლება/გურამიშვილის 158

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი მანქანების ტვირთის შემოწმება/ფიზიკური დათვლა წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისად
** ნედლეულისა და საწყობის მუშის დასრულებული პროდუქციის შემოწმება
** რაოდენობისა და საქონლის ასორტიმენტის შემოწმება, ასევე აღჭურვილობისა და კომპანიიდან გასვლისას სატვირთოზე ან სხვა კომპანიის მანქანაზე დატვირთული მარკეტინგული მასალის შემოწმება
** შედარება მიწოდების დოკუმენტების (დატვირთვების სიები/ვაუჩერები)
** შესაბამისი დოკუმენტების წარმოება
** შეუსაბამობის შემთხვევაში, საწყობის ზედამხედველთან დაკავშირება, რათა იდენტიფიცირებული იქნეს შეცდომა და მოხდეს მისი აღმოფხვრა
** დატვირთული საქონლის შემოწმება როდესაც სატვირთო მოვა კომპანიაში: ადარებს რაოდენობას და დატვირთული საქონლის ტიპებს დოკუმენტებით. ხელს აწერს დოკუმენტებს
** აღრიცხავს და ასახავს ყველა აღწერას
** აღრიცხავს და აკონტროლებს საქონლის ტრანსპორტირებას, აღჭურვილობებსა და მარკეტინგულ მასალას საწყობის მუშებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სხარტი აზროვნება

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject), აუცილებლად, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სამეურნეო აღმრიცხველის".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 20 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |