www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საცალო ბიზნესის პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო ბიზნესის პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების სამოქმედო გეგმის გაწერა, მისი შეთანხმება განყოფილებებთან/ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და გეგმის დროული შესრულების მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში დოკუმენტაციების შესაბამის განყოფილებებთან/ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეთანხმება და დოკუმენტაციის დროული მომზადების მონიტორინგი;
** პროექტის ფარგლებში პროცესების პროგრამულ ფუნქციონალში გადათარგმნა, პროგრამისტებისთვის გადაცემა და დავალების დროულად შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური დისციპლინის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ან საბანკო სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** MS Office- ის კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივიანი;
** დაგეგმვის და ორგანიზების კარგი უნარი;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "საცალო ბიზნესის პროექტების კოორდინატორი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |