www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

"ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას ქართული რესტორნის ბუღალტრის თანამდებობაზე.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.

ბაზარი ორბელიანზე თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10, 000 კვ.მ.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დეკლარირება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით;
** გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების; ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე;
** კვების ობიექტების პროდუქტების კალკულაციების შედგენა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი მსგავს პოზიციაზე, კვების ინდუსტრიის სფეროში;
** Superfin პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი);
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS-ზე მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტერიის საბაზისო ცოდნა;
** Excel-ის საბაზისო ცოდნა;
** იდეალური კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ და რუსულ ენებს, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობით.

უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ცვალებად გარემოში სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის შესაძლებლობა.

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 5 თებერვალი. გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |