www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის შემგროვებელი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წლის ივნისს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

2015 წლის 23 მაისს შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგ"-მა გახსნა თავისი პირველი სამშენებლო ჰიპერმარკეტი "დომინო", რომელიც განთავსებულია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ის ტერიტორიაზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებლის პოზიციაზე ლილოში მდებარე საწყობში.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის ჯავშნის დოკუმენტის მიღება და შესაბამისად შეკვეთის აგროვება;
** შეგროვებული შეკვეთის დასაწყობება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გადაცემა მძღოლისთვის;
** შეკვეთის გამზადების პროცესში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირი მენეჯერთან.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
** ხელფასი: 750 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ ჰიპერმარკეტ დომინოს საინფორმაციოში არსებული განაცხადის ფორმა ან გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |