www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Ofoodo
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

"Ofoodo" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"Ofoodo.com" წარმოადგენს პლატფორმას და გადაწყვეტილებას რესტორნებისა და სასტუმროებისათვის, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს სრული ინფორმაცია ყველა რესტორანზე, დაათვალიეროს მენიუ ონლაინ, დაჯავშნოს მაგიდა, შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით (Delivery) ან ადგილიდან წაღებით (Pick-up).

სამუშაო გრაფიკი: სრული ან ნახევარი განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტროლი;
** თანხების მოძრაობის კონტროლი, გადარიცხვების განხორციელება შიდა რეგულაციების შესაბამისად;
** ბუღალტრული გატარებების (სესხების, ხელფასების, შესყიდვების, მარაგების ჩამოწერა, ცვეთის დარიცხვა) შესრულება;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, 1C balance ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების და წესების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარე და მიზანდასახული;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

თუ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად 2022 წლის 10 თებერვლამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ofoodo.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |