www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის ოპერატორი
მომწოდებელი: დასტა რექორდს მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

სს "დასტა რექორდს მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში, ისანი სამგორის რაიონში (კაიროს ქ.).

"დასტა რექორდს მენეჯმენტი" ("დასტა") არის არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საარქივო მომსახურებას, ელექტრონული ჩანაწერების მენეჯმენტს და დოკუმენტაციის უსაფრთხო განადგურებას. კომპანია დაარსდა 2014 წელს ქართველი, ამერიკელი, ფრანგი და ჰოლანდიელი ინვესტორების მიერ.

სამუშაოს აღწერა:

** უზრუნველყოფს ოფისისა და საწყობის დაცვას კომპანიაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურის მიხედვით;
** უზრუნველყოფს ვიზიტორების აღრიცხვას და კონტროლს შენობაში გადაადგილების დროს;
** ახორციელებს ოფისის სიგნალიზაციაზე აყვანა/მოხსნას;
** კომპეტენციის ფარგლებში უკავშირდება შესაბამის სამსახურს(მაგალითად: პატრული, სახანძრო და ა.შ) დროული რეაგირებისთვის;
** უზრუნველყოფს თანამშრომლების და ვიზიტორების უსაფრთხოებას;
** საგანგებო სიტუაციის დროს პასუხისმგებელ პირს ეხმარება თანამშრომელთა ევაკუაციაში;
** ახორციელებს რეპორტინგს, დღის ბოლოს, დადგენილი წესის მიხედვით;
** ასრულებს უშუალო ხელმძღვანელისაგან მითითებულ სხვა პოზიციასთან რელევანტურ მოვალეობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაცვის/უსაფრთხოების თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** საშუალო განათლება;
** სასურველია საოფისე პროგრამების Microsoft Office (Word, Excel, Outlook) ცოდნა საბაზისო დონეზე.

სამუშაო საათები: მოიცავს 12 საათიან სმენას - 4 დღეში ერთხელ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2022 წლის 31 იანვრამდე გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Hr@drm.ge. გთხოვთ, აირჩიოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის ოპერატორი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |