www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინკლუზიური განათლების კოორდინატორი
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

"პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინკლუზიური განათლების კოორდინატორის პოზიციაზე.

"პროფესიული უნარების სააგენტო" არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინკლუზიური პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავების პროცესების კოორდინაცია;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის პროფესიული განათლების ინკლუზიის პოლიტიკის, კონცეფციის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესების კოორდინაცია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების პროფესიული განათლების სისტემაში ჩართვისა და ადაპტაციის ხელშემწყობი სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების ხელშეწყობა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მოზიდვასა და ინფორმირებულობაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების ხელშეწყობა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა საჭიროებების შეფასების სერვისების დახვეწის, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტების ინტეგრაციასა და სოციალიზაციაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია;
** სასწავლო პროცესში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია;
** პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა შერჩევის პოლიტიკისა და სერვისების შემუშავების, გადახედვის, დანერგვისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირების საჭიროებების შეფასება და კვლევა;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთა მხარდამჭერი სოციალური სერვისების/პაკეტების შემუშავების, დანერგვისა და მხარდაჭერის პროცესების კოორდინაცია;
** ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოღვაწე დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობა ერთობლივი პოლიტიკისა და სერვისების შემუშავება-განვითარების მიზნით;
** ინკლუზიური განათლების საერთაშორისო პრაქტიკის მუდმივი ანალიზი ადგილობრივი სერვისების პერიოდულად გადახედვა-განვითარების მიზნით;
** სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების სოციალური მეცნიერებების, განათლების ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით;
** სოციალური ინკლუზიის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სოციალური ინკლუზიის პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებთან ან მათზე ორიენტირებული სერვისების განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სხვადასხვა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული სერვისების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ახალგაზრდული სერვისების შემუშავების, დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური ან/და განათლების რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების დაგეგმვისა და ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის საფუძვლიანად ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ქართულ და ინგლისურ ენებზე აკადემიური წერის უნარი;
** ანალიტიკური უნარები, მათ შორის, მონაცემთა ანალიზის და ინტერპრეტირების უნარები;
** სოციალური, მათ შორის გუნდური მუშაობისა და ემპათიის უნარები;
** განსჯის, გადაწყვეტილების მიღებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის როგორც წერითი, ისე ვერბალური უნარები;
** ორგანიზაციული უნარები;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 2600 (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@geoskills.ge 2022 წლის 21 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |