www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: რესტორანი თამარა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

პრემიუმ დელიკატესების ქსელი "Gastronome" ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და Shop & Dine კონცეფციის რესტორნებით "Bistro By Gastronome" და "Argentinian Steakhouse By Gastronome". სულ მალე, ამ ჩამონათვალს დაემატება ახალი ქართული რესტორანი "თამარა", რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე.

ვიწვევთ გუნდის წევრებს მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის მატერიალური და რეპუტაციული ზიანის დადგომის რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
** ვიდეომონიტორინგის თანამშრომლის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე დროული განხილვა და რეაგირება შიდა წესების შესაბამისად;
** საჭიროების შემთხვევაში სამართალდარღვევაზე მოკვლევის ჩატარება, თანამშრომლისგან ახსნა-განმარტების მიღება და დასკვნების მომზადება;
** იმ ფაქტების გამოვლენა, რომელიც ეწინააღმდეგება კომპანიის შინაგანაწესს;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება, რაც დაკავშირებულია კომპანიის გამართული ფუნქციონირებისათვის.

ძირითადი მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია მსგავს თანამდებობაზე 2 წლიანი გამოცდილება
** სავალდებულოა სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოწმობის წარდგენა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: 750-850 ლარი (ხელზე ასაღები თანხა).
სამუშაო გრაფიკი: სრული.

დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |