www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კოპირაიტერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას კოპირაიტერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" მომხმარებლებს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო კომპონენტებსა და მომსახურებებს. ელთიბის შოურუმებში წარმოდგენილია ავეჯის მასალებისა და აქსესუარების მწარმოებელი ლიდერი ბრენდები. ელთიბის გაყიდვების წერტილები აქვს თბილისსა და ქუთაისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის ტექსტის დამუშავება: მარკეტინგული და საიმიჯო, სლოგანები და ჰედლაინები. ბანერებისთვის, პროდუქციის ბარათებისთვის, საიტისთვის ტექსტების მომზადება/დამუშავება;
** პროდუქტის/მომსახურების/პროექტის აღწერილობის ჩამოყალიბება იმ გზით, რომ მომხმარებელი განეწყოს ნდობით კომპანიის მიმართ და გრძნობდეს კომპანიის დადებით დამოკიდებულებას მის მიმართ;
** სახელწოდებების ჩამოყალიბება/შერჩევა;
** მარკეტინგული ტექსტების ადაპტირება მიზნიდან, სამიზნე აუდიტორიიდან და საკომუნიკაციო არხიდან გამომდინარე,
** ტექსტების შემოწმება/კორექტირება;
** ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომების შესწორება;
** ტექსტის აზრობრივი და სტილისტური კორექტირება;
** ტექსტუალური მასალის გაცნობა/რედაქტირება მის გამოქვეყნებამდე/ბეჭდვამდე;
** შესასრულებელი სამუშაოს ვადების დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ლინგვისტიკის, ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** რედაქტირების პრინციპებისა და ტექნიკის ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა (Power Point, Excel, Word);
** სასურველია პორტფოლიოს წარდგენა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი უნარები:

** ორგანიზებულობა და პროექტების ეფექტურად მართვა;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვა;
** დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
** გუნდური მუშაობა;
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობა;
** სარეკლამო და საიმიჯო ტექსტების შემუშავება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კოპირაიტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |