www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

აზიური სამზარეულოს და მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე) 12 საათიანი სამუშაო ცვლა (როგორც დღის ასევე ღამის ცვლები).

ფუნქცია-მოვალეობები:

** კალკულაციის მიხედვით მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება;
** პროდუქციისათვის საჭირო ნახევარფაბრიკატების დამზადება/დამუშავება და შენახვის წესების დაცვა;
** ბრენდ შეფის მიერ დადგენილ რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამზარეულოს თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** მარაგების მართვა და კონტროლი;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგის განხორციელება;
** სანიტარულ ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია კვების ტექნოლოგის ან კულინარიული განათლება;
** სასურველია იაპონურ ან აზიურ სამზარეულოში მუშობის გამოცდილება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდას და განვითარებას;
** კორპორაციულ კვებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მზარეული", გთხოვთ CV-თან ერთად გამოაგზავნოთ თუ გაქვთ პორტფოლიო, თქვენს მიერ დამზადებული კერძების.

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |