www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი თამარა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

პრემიუმ დელიკატესების ქსელი GASTRONOME, ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME და Argentinian Steakhouse By GASTRONOME. სულ მალე, ამ ჩამონათვალს დაემატება ახალი ქართული რესტორანი "თ ა მ ა რ ა", რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე იხსნება. რესტორანში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული კერძები თანამედროვე შტრიხებით, ქართველი მეღვინეების ღვინის საუკეთესო სელექცია და ინტერიერის უნიკალური დეტალები.

"თამარა" საპატიო ადგილს დაიკავებს თბილისის აუცილებლად მოსანახულებელი რესტორნების სიაში!

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ჩვენს გუნდში გვაქვს ვაკანსია მზარეულის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო ბრენდ შეფების მიერ ჩატარებულ მასტერკლასს;
** პროფესიული სწავლის საშუალებას;
** 40 საათიან სამუშაო კვირას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბრენდულ/პრემიუმ კლასის რესტორანში;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** სასურველია პროფესიული განათლება;
** უპირატესობა მიენიჭება ვაქცინირებულ კანდიდატებს.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@gastronome.ge და აუცილებელია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |