www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში.
"ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: გაყიდვების მენეჯერი.

ადგილმდებარეობა: თელავი

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** ტრენინგებს სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების ტექნიკებში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ხელფასს (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + საკომისიო;
** კორპორაციულ ნომერს სატელეფონო ლიმიტით, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა ბენეფიტებს გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სადაზღვევო პროდუქტების შესწავლა;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზება;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება;
** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** რუსული ან/და აზერბაიჯანული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** აქტიური და კომუნიკაბელური;
** ინიციატივიანი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2022 წელი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |