www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გენერალური დირექტორის თანაშემწე
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

შპს "გარდაბნის თბოსადგური 2", აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი (შენიშვნა: ქ. თბილისიდან/ქ. რუსთავიდან სამუშაო ლოკაციამდე და უკუმიმართულებით ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ).

ძირითადი მოვალეობები:

** გენერალური დირექტორისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერის გაწევა.
** გენერალური დირექტორის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება/წარმართვა.
** გენერალურ დირექტორთან შემოსული კორესპონდენციის მართვა: შიდა ორგანიზაციული და გარე დოკუმენტაციის, წერილების, ხელშეკრულებების, ბრძანებების, კონტრაქტების, პროცედურებისა და სხვა დოკუმენტების მიღება;
** მიღებულ დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის კონტროლი და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თუ პასუხისმგებელ პირთან თანამშრომლობა;
** მიღებული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ვიზირების შემოწმება; მიღებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ წერილობითი თარგმანის და ანოტაციის გაკეთება როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
** გენერალურ დირექტორთან თანხმობით, მისი სამუშაო განრიგის შედგენა, შეხვედრების, მათ შორის ვიდეოკონფერენციების დანიშვნა, ორგანიზება;
** საჭიროებისამებრ აქტიური კომუნიკაცია შეხვედრის მონაწილეებთან. შეხვედრის დამოწმება/დადასტურება, ჩამატება, შეხსენება და ა.შ;
** გენერალური დირექტორის ტექნიკური ასისტენტირება: ოთახისა და სამუშაოდ საჭირო სხვა პირობების უზრუნველყოფა;
** შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა, თარგმნა და მსვლელობის მიცემის უზრუნველყოფა.
** კომპანიის ვიზიტორების მიღება, დახვედრა, გამასპინძლება;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი განათლება
** გამოცდილება - 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:

** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენა.
** პროგრამების MS office,
** Outlook ფლობა;

აუცილებელი უნარები:

** ეთიკური ქცევა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2022 წლის 28 იანვრისა. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ საკვალიფიკაციო და საგანმანათლებლო მოთხოვნებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |