www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ვებაპ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "ვებაპი", სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ერთის მხრივ, საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფებით ემსახურება სხვა და სხვა ტიპის ორგანიზაციებს, მეორეს მხრივ ასრულებს ინდივიდუალურ დაკვეთებს და ეხმარება ორგანიზაციებს, ტექნოლოგიურ განვითარებაში.

მიმდინარე ეტაპზე, გუნდში გვჭირდება ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფების პროექტ მენეჯერი:

პოზიციის დასახელება: პროექტების მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მიონის ბიზნეს ცენტრი

მოვალეობები:

** კოორდინაციის გაწევა შიდა რესურსებსა და მესამე მხარეებთან პროექტების შესრულებისთვის
** პროგრამული უზრუნველყოფების დროული განხორციელების კონტროლი და ხელმძღვანელთან რეპორტის წარმოება;
** პროექტის მასშტაბისა და განრიგის ცვლილებების მართვა შესაბამისი გადამოწმებებით ხელმძღვანელთან შეთანხმებით
** პროექტების შესრულების გაზომვა შესაბამისი ინსტრუმენტებისა და ტექნიკების გამოყენებით
** პროექტის სრულყოფილი ტექნიკური დოკუმენტაციისა და ბექლოგის შექმნა და განახლება
** პროექტების შესრულების მონიტორინგი, კონკრეტულად მოკლე და გრძელვადიანი მიზნების წარმატებით დასრულების ანალიზისთვის
** ცხრილების, დიაგრამების და პროცესების რუკის გაკეთება

უნარები და კვალიფიკაცია:

** დეტალებზე ორიენტირებული
** სამუშაო გამოცდილება პროექტების მენეჯერის პოზიციაზე ტექნოლოგიურ კომპანიაში
** კლიენტებთან ურთიერთობისა და შიდა კომუნიკაციის კარგი უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
** მყარი ორგანიზაციული უნარები
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა
** scrum და agile მეთოდოლოგიების ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: hr@webapp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |