www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი პლანშეტების შესყიდვაზე
მომწოდებელი: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

CRRC-საქართველო აცხადებს ტენდერს პლანშეტების შესყიდვაზე.

მომსახურების მიზანია: 20 ცალი პლანშეტის შესყიდვა.
შესასყიდი პლანშეტების მახასიათებლები: Samsung Tab A7 Lite T225 8.7" 3GB 32GB LTE
მომსახურების მიწოდების ადგილი: ქ. თბილის, ლიზიკო ქავთარაძის 1, CRRC საქართველოს ოფისი.

ფასის განაცხადი: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, უნდა წარადგინონ კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით. ჯამური ღირებულება უნდა მოიცავდეს ადგილზე მიწოდების საფასურს.
საკონკურსო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 15 იანვარი
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: crrc-geo@crrccenters.org და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "პლანშეტების შესყიდვა".

CRRC-საქართველო კავშირი დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო მოთხოვნები.

თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე და ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ა/ფ, მიღება-ჩაბარების აქტი) არაუგვიანეს 3 დღისა.

მომსახურების მიწოდების პერიოდი: 20 იანვარი

CRRC-საქართველო არის ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრი საქართველოში, რომელიც 2004 წლიდან შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს მნიშვნელოვანი სოციალური და პოლიტიკური საკითხების შესახებ. CRRC-საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანის ცენტრებთან ერთად, ქმნის კვლევითი ცენტრების ქსელს, რომლის მიზანია სოციალური კვლევისა და საჯარო პოლიტიკის ანალიზის განვითარება ამიერკავკასიაში. CRRC-საქართველოს პროექტები აღწერილია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |