www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: რესტორანი თამარა
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

პრემიუმ დელიკატესების ქსელი GASTRONOME, ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი ფილიალით და SHOP&DINE კონცეფციის რესტორნებით Bistro By GASTRONOME და Argentinian Steakhouse By GASTRONOME. სულ მალე, ამ ჩამონათვალს დაემატება ახალი ქართული რესტორანი "თამარა", რომელიც ძველი თბილისის შუაგულში, მეიდანზე იხსნება. რესტორანში დაგხვდებათ ქართული ტრადიციული კერძები თანამედროვე შტრიხებით, ქართველი მეღვინეების ღვინის საუკეთესო სელექცია, ხელოვან თამარა კვესიტაძის მიერ ხელით მოხატული კედლები და ინტერიერის უნიკალური დეტალები. "თამარა" საპატიო ადგილს დაიკავებს თბილისის აუცილებლად მოსანახულებელი რესტორნების სიაში!

თუ ყველა სტუმარი შენთვის ჩვენსავით მნიშვნელოვანია და საუცხოოდ შეგიძლია მათ პრემიუმ ხარისხის სერვისი შესთავაზო, შემოგვიერთდი მიმტანის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** 5 დღიან სამუშაო კვირას კანონმდებლობით დადგენილი საათების დაცვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ხელფასის მატებას 3 თვის შემდეგ;
** სწავლებასა და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს.

მოვალეობები:

** მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრისთვის საუცხოო მომსახურების შეთავაზება;
** შიდა სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა.

მოთხოვნები:

** სასურველია სტუმარ-მასპინძლობის სფეროში გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება ვაქცინირებულ კანდიდატებს.

თუ თქვენი ღირებულებები ზუსტად შეესაბამება ჩვენს მაღალ სტანდარტებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. cv@gastronome.ge

აუცილებელია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |