www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ელ+
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: გამომუშავებით, თვეში 900-იდან 2000 ლარამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის პოზიციაზე (სასურველია);
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა (სასურველია);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის სისტემების, ავარიული განათების, შლაგბაუმებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი;
** ელექტრო მოწყობილობების დამონტაჟება, ეფექტური ფუნქციონირებისა და დროული შეკეთების უზრუნველყოფა;
** ელექტრო ინჟინრისაგან მიღებული დავალებების შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ hr@elplus.ge მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |