www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უფასო კურსები
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"საქართველოს კარიტასი" საქველმოქმედო ფონდია, რომელიც 1994 წელს 3 ნოემბერს დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში მცხოვრები ადამიანების დახმარება, სამართლიანობის და ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი "საქართველოს კარიტასის" ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია, რომელიც 12-იდან 20 წლამდე ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას უფასოდ დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ტექნოლოგიების სფეროში.

კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი აახლებს სტუდენტების მიღებას 1 თებერვლიდან და სთავაზობს მათ შემდეგ კურსებს:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზისები: ინტერნეტი, პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერია. სტუდენტები მიიღებენ ღირებულ ცოდნას ინტერნეტის ეფექტურად გამოყენების შესახებ, ასევე ყველა იმ საბაზისო ცოდნას, რაც ტექნოლოგიების სფეროში ორიენტაციისთვისაა საჭირო.კურსი განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც არ ჰქონია კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება და გულისხმობს შემდეგი საბაზისო პროგრამების მიმოხილვას: Windows, Office, ინტერნეტ ბრაუზერები და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, Google Drive, Docs, Meet და ა.შ. ასევე მოიცავს ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხებს.
** თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.კურსის შესწავლის დროს სტუდენტები იმუშავებენ Unity-ში, Visual Studio-ში დაწერენ კოდებს C# ენაზე.
** გრაფიკული დიზაინი: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, UX/UI Design.
** ვებპროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript, Python-ის შესწავლა.

თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში - 2 გაკვეთილი (4 საათი).
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://cct.caritas.ge/mod/page/view.php?id=187

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 იანვარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის მე-2 პლატო, ბესარიონ ჟვანიას ქუჩა 3ა.
ვებგვერდი: https://cct.caritas.ge/
ელფოსტა: ana.khosiashvili@cct.caritas.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |