www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტო ზარალების რეგულირების ოფიცერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 17 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის სეგმენტში.
"ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია.
დღესდღეობით, ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს, რომელიც თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში არიან დასაქმებული.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე: ავტო ზარალების რეგულირების ოფიცერი.

ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტო ზარალების რეგულირების მიზნით სადაზღვევო შემთხვევების დადგომის დროს შემთხვევის ადგილზე გასვლა და კლიენტთან შეხვედრა;
** შემთხვევის შესწავლა/შეფასება, დასურათება და შესაბამისი აქტის შედგენა;
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება/შედარება;
** ზარალის რეგულირების პროცესში მომხმარებლებთან და პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** კლიენტისთვის კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიწოდება, ზარალის აქტის გაცნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლიენტებთან ურთიერთობის/მომსახურების მიმართულებით, სასურველია სადაზღვევო სფეროში;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 01 თებერვალი, 2022 წელი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |