www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: რეფიქსი
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 10 თებერვალი

კომპანია "რეფიქსი" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის მუდმივი კვლევა და ახალი მომწოდებლების/ბრენდის მოძიება;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** იმპორტირებული პროდუქციის გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი/ანალიზი;
** სასაწყობე ნაშთების მაჩვენებლების მიხედვით პროდუქციის შეკვეთების განსაზღვრა;
** იმპორტთან დაკავშირებული ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის მართვა/კონტროლი
** საბაჟო და სატრანსპორტო პროცედურებთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება და ლოჯისტიკური პროცესის კონტროლი;
** ტვირთების გადაზიდვების ორგანიზება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

კომპანია "რეფიქსი"-ს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საღებავებისა და სამღებრო საშუალებების იმპორტი და მათი დისტრიბუცია ქართულ ბაზარზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტო-სურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@reffix.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსია - იმპორტის მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |