www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: Legal Aid Georgia
გამოქვეყნდა: 11 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

იურიდიული კომპანია "Legal Aid Georgia" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის გამზირი, ბიზნეს ცენტრი "საბურთალო".

მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ექსპერტიზა;
** ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება.
** წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება:
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად).

სამუშაო რეჟიმი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 500 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: vacancylegalaid@gmail.com და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |