www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: კომპანია ორბიტა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

"კომპანია ორბიტა" არის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში რომელიც წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც გააჩნია ხანგრძლივი ისტორია.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიწოდების სამსახურის პროცესების ხელმძღვანელობა;
** მიწოდების სამსახურის გუნდის მართვა და შესრულებულ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა;
** შეკვეთების დამუშავება, დროული მიწოდება და ორგანიზება.
** სათაო საწყობის ეფექტური მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული ტრანსპორტის კონტროლი;
** პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი შეკვეთების დისპეჩერიზაცია;
** ტრანსპორტისათვის საჭირო დეტალზე შეძენის მოთხოვნის გაკეთება;
** ავტოპარკის ტექნიკურ და ვიზუალურ გამართულობაზე ზედამხედველობა;
** ავტომანქანების "სითი პარკის" და ტექდათვალიერების ვადების კონტროლი;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** MS Office ფლობა;
** დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** ანალიტიკური და აზროვნება
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:00-17:00);
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი (ყოველთვიური ულიმიტო პაკეტი);
** საწვავის ლიმიტი

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |