www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელი პროგრამა
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 28 იანვარი

"თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს მიღებას მოსწავლე-მექანიკოსთა მოსამზადებელ პროგრამაზე

ვაკანსიის კოდი: TGM0001118
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ტრენინგები და სწავლება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: არ არის განსაზღვრული

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება
** განათლება: სტუდენტი, არასრული უმაღლესი, პროფესიული
** ენები: ქართული - ძალიან კარგი

უნარები:

** აქტიურობა, ენერგიულობა
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

კომპანიის შესახებ:

"თეგეტა მოტორსი" მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 25 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.

კომპანია ყოველწლიურად ზრუნავს მაღალტექნოლოგიურ განვითარებაზე მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მხარდაჭერით, დასავლური ცოდნის, გამოცდილების გაზიარებითა და საკუთარ საქმიანობაში დანერგვით.
"თეგეტა მოტორსი" მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი "დროა აირჩიო ხარისხი". "თეგეტა მოტორსი" მრავალი ჯილდოს მფლობელია, მან უკვე 4-ჯერ მოიპოვა "ოქროს ბრენდის" სტატუსი. უმაღლესი დონის სერვისმა და საერთაშორისო სტანდარტების სერვის-ცენტრებმა განაპირობა ის, რომ თეგეტა მოტორსს, პირველად საქართველოში, ავტომობილების გაყიდვისა და მომსახურების სფეროში ISO 9001:2015 სტანდარტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი მიენიჭა. ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციისა და მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, "თეგეტა მოტორსმა" საქართველოში პირველმა დანერგა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს-პროცესების ადმინისტრირების ავტომატიზებული თანამედროვე პროგრამა SAP.

პროფესიული კურსი დასაქმების შესაძლებლობით "თეგეტა მოტორსში":

"თეგეტა მოტორსი" იწყებს სტაჟირების პროგრამას დაინტერესებული პირებისთვის, ვისაც სურს მიიღოს თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, დაეუფლოს პროფესიას ავტოინდუსტრიაში, სხვადასხვა მიმართულებებით, და დასაქმდეს საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში.

სტაჟირება ანაზღაურებადია.
გრაფიკი: სრული
ხანგრძლივობა: 6 თვე.

პროფესიული სწავლება ცხადდება "თეგეტა მოტორსის" სერვისში, შემდეგი მიმართულებით:

** სატვირთო მანქანის სავალი ნაწილი;
** სატვირთო მანქანის ძრავა;
** სატვირთო მანქანის ელექტრობა.

წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან "თეგეტა მოტორსის" სხვადასხვა ფილიალებში, თბილისის მასშტაბით.

ტრენინგებს ჩაატარებენ "თეგეტა აკადემიის" ტრენერები და თეგეტა მოტორსის წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი სპეციალისტები.

"თეგეტა მოტორსი" სტუდენტებს სთავაზობს:

** მაღალანაზღაურებადი პროფესიის დაუფლების და დასაქმების შესაძლებლობას საავტომობილო სფეროს ლიდერ კომპანიაში;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
** თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
** უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს;
** საერთაშორისო დონის ტრენინგების გავლის შესაძლებლობას.

პროფესიული კურსით დაინტერესებული კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** გასაუბრება;
** ტესტირება (ზოგადი უნარები; უცხო ენა)

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/1118

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |