www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

უშუალო დაქვემდებარება: ტექნიკური ექსპლუატაციის სამსახურის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამელიორაციო ინფრასტრუქტურის (სარწყავი და დამშრობი სისტემები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები), ექსპლუატაციის მშენებლობისა და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის დეტალური საინჟინრო პროექტების და ტექნიკური დოკუმენტაციების განხილვაში მონაწილეობა;
** საექსპლუატაციო ღონისძიებებისათვის აუცილებელი გრაფიკული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** სერვის-ცენტრების და საპროექტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების განხილვა, მათი ტექნიკურ დავალებებთან და შერჩეულ ოპტიმალურ ვარიანტთან შესაბამისობაზე დასკვნების მომზადება, სადაო ტექნიკურ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
** საექსპლუატაციო და სამშენებლო ობიექტის (შენობების, ხიდების, გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, ხაზობრივი სამელიორაციო ნაგებობების) პროექტის შესაბამისობის შეფასება. მათ შორის: არქიტექტურული ნაწილი, კონსტრუქციული ნაწილი, საინჟინრო ქსელები;
** ექსპერტიზის, ტექნიკური პირობების და სამშენებლო ნებართვების მიღებასთან დაკავშირებულ პროცედურებში მონაწილეობა;
** ზედამხედველობის და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ პროექტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვასა და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესაბამისობის შეფასება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში, საშემსრულებლო ნახაზების და ტექნიკური დოკუმენტაციის შემოწმება;
** მშენებლობის და რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობაზე, საავტორო ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობა;
** დამთავრებული ობიექტების საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიების მუშაობაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, იურიდიული და ფიზიკური პირების წერილების/განცხადებების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო განხრით; ინჟინერ-მშენებლის არქიტექტორის კვალიფიკაცია (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დამუშავებაში, სამშენებლო პროექტების მომზადების, განხორციელების და ზედამხედველობის საქმეში;
** გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო, გარემოსდაცვითი, სოციალური და პროექტების სხვა შემადგენელი ნაწილების ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, Outlook, Internet Explorer);
** პროგრამების AutoCAD, Autodesk, Archicad ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** საშემსრულებლო ნახაზების მაღალ დონეზე დამუშავების უნარი;
** საქართველოს ფარგლებში მივლინებით გამგზავრების შესაძლებლობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** მსუბუქი ავტომანქანის მართვის მოწმობა;
** კოლეგიური უნარ-ჩვევები.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: 2000 ლარი (ხელზე).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 27.01.2022. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ინჟინერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |